Saturday, November 10, 2012

სასწავლო პროექტი


პროექტის  სახელწოდება: „ჩვენი ენა ქართული“



პროექტის  თემა:  „ჩვენი ენა ქართული.“     როგორ დავიცვათ ქართული ენის სიწმინდე.“

პროექტის იდეა: მეტყველებიდან ისეთი სიტყვების და გამოთქმების ამოღება , რომლებიც ამახინჯებს ქართულ ენას.

პროექტის აქტუალობა: პროექტის მიზანია ქართული ენის სიწმინდის დაცვა.
„ენის სიწმინდისათვის ბრძოლა ისეთივე საპატიო საქმეა, როგორც ხმლით დაცვა სამშობლოსი ./კ. გამსახურდია/-ჩვენს უპირველეს მოვალეობად ვთვლით არა მარტო გაკვეთილის პროცესში, არამედ კლასგარეშე მუშაობის დროსაცს ფხიზელ დარაჯად ვუდგეთ მშობლიურ ენას.



პროექტის მიზანი: სწორი მეტყველების  ჩამოყალიბება და ენის სიწმინდის დაცვა.
მოსწავლის ასაკი-8 წელი

ვადები -ხანგრძლივობა-7დღე.

მოსალოდნელი შედეგი: მივიღეთ პროექტზე მუშაობის გამოცდილება ,მოსწავლეთა ურთიერთობა გახდა სასიამოვნო და სახალისო.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ქართული ენის სახელმძღვანელო, ინტერნეტი.

პროექტის მსვლელობა:
აქტივობა1.
პროექტის განხორციელების მიზნით შევიკრიბეთ და გავანაწილეთ  დავალებები
მოვაწყვეთ კლასში ღონისძიება თემაზე: ,, ჩვენი ენა ქართული’’.
მშობლიური ენის დაცვა ჩვენი ვალია. ენა დღესაც განაგრძობს არსებობას  თაობიდან თაობაზე გადაცემისა არის დედა, რომელიც აკვნიდანვე ასწავლის შვილს ქართულად ლაპარაკს.
,,ჩვენი წიგნი ჩვენი დედა
ჩვენი ენა ქართული 
ოქროსხმიან  სიმებად
გულში ამოხლართული’’.

საგნებთან/ საგნობრივ  ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი; კავშირშია ეროვნულ სასწავლო გეგმასთან.

პროექტის ხელმძღვანელი: თამარ ხელაძე.

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: XELADZETAMAR@GMAIL.COM